კიევი უკვე დიდ სამხედრო ბაზად იქცა - უკრაინის თავდასცვის სამინისტროს განცხადება

27 თებერვალი 2022, 03:38 971 ნახვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„მადლობა ყველას. კიევი დღეს რუსეთის ნომერ პირველი მიზანია.
მოხალისეებმა უკვე მიიღეს ათიათასობით ერთეული იარაღი, საბრძოლო მასალა, კიევი უკვე დიდ სამხედრო ბაზად იქცა, რომელიც რუსებს ყელზე ადგას. სწორედ ამიტომ, მტერი ახლა ისვრის ყალბ, დეზინფორმაციის თაიგულს“ - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ერთმანეთთან კოორდინაციაში მოქმედებენ რეგულარულ შეიარაღებული ძალები და ეროვნული გვარდიის ნაწილები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში