დედაქალაქის გარდა, უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა ბათუმშიც. მოქალაეები მესამე დღეა რუსეთის მიერ დამოუკიდებელ ქვეყანაზე თავდასხმას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა გაშალეს უკრაინის დროშა და ჩართეს უკრაინის ჰიმნი. გაისმოდა შეძახილები - დიდება უკრაინას! თავისუფლება უკრაინას! არა პუტინს და ომს!
აქციის მონაწილეები სიტყვით გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ უკრაინაში ოჯახის წევრები ჰყავთ, აშინებთ ფაქტი, რომ საფრთხე ემუქრებათ ბავშვებს. მათთვის წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტიკურ ინტერესებს უდანაშაულო ხალხი ეწირება.
ევროპის მოედანზე ბელარუსი დიასპორა, ადგილობრივები და სხვა პოლიტიკური ჯგუფები შეიკრიბნენ.