პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ.
მოქალაქეებს თბილისის ქუჩებში ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ, ისმის მხარდასაჭერი შეძახილები. გაჟღერდა უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები.
თავდაპირველად აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმართებოდა, შემდგომ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა
ფოტო: დათუნა ჭიჭინაძე.