რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგები განიცადეს - უკრაინა

25 თებერვალი 2022, 18:52 1845 ნახვა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დღეს რეკორდული დანაკარგები განიცადეს, განადგურებულია ათასზე მეტი ჯარისკაცი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმიის სახმელეთო ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთს არასოდეს გადაუტანია სამხედრო პერსონალის ამდენი დანაკარგი საომარი მოქმედებების ასეთი პერიოდის განმავლობაში, მისი არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, არცერთ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომელიც მან დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალები მტკიცედ იცავენ ხაზს და დაიცავენ თავიანთ მიწას ოკუპანტისაგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, მათივე ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე ომში დანაკარგები რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საერთოდ არ განუცდიათ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი