რუსმა ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 მანქანა, უკრაინელი სამხედროების ფორმები გადაიცვეს და კიევისკენ მიემართებიან - თავდაცვის სამინისტრო

25 თებერვალი 2022, 11:48 903 ნახვა

კიევის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევის სიახლოვეს, რამდენიმე წერტილში უკრაინული ჯარების განიარაღება მოხდა. რუსმა ოკუპანტებმა გადაიცვეს მათი ფორმები და ახლა უკრაინული ტექნიკით შემოდიან ქალაქში.

მისივე თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების 2 მანქანა, უკრაინელი სამხედროების ფორმები გადაიცვეს და კიევისკენ მიემართებიან.

 </p>

მათივე ცნობით, მოსალოდნელია დივერსიული ჯგუფების შეტევა სხვადასხვა ობიექტებსა თუ მოქალაქეებზე. 

არსებული ინფორმაციით, შეტაკებები მიმდინარეობს ქვეყნის თითქმის ყველა ნაწილში, ყველა დიდ ქალაქსა თუ სოფელში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში