ლიეტუვამ და მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

24 თებერვალი 2022, 14:26 729 ნახვა

ლიეტუვამ და მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

"დღეს დილას რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, რითაც საერთაშორისო ნორმები დაარღვია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად გმობს საბრძოლო მოქმედებებს. სწორედ ამიტომ მოვიწვიე უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს სხდომა. გადავწყვიტეთ, საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ", - თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

მისი განცხადებით, მოლდოვა მზადაა მიიღოს ათობით ათასი ლტოლვილი უკრაინიდან.

რუსეთი უკრაინას თავს დღეს დილით დაესხა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი