უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული აგრესიის დაწყების მომენტიდან, უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო მოწინააღმდეგის 5 თვითმფრინავი და 1 ვერტმფრენი.
"გაერთიანებული ძალები ღირსეულ პასუხს აძლევენ რუსეთის ფედერაციის ძალებს. სამხედრო ქვედანაყოფები თავის პოზიციებზე არიან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ენდეთ უკრაინელ მცველებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს თვითმფრინავის ჩამოგდებას.
შტაბის ინფორმაციით, რუსეთი თავს ესხმის სამხედრო ინფრასტრუქტურასა და აეროდრომებს.