უკრაინის რადამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა

24 თებერვალი 2022, 01:14 943 ნახვა

უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს წინადადებას, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას.

საკანონმდებლო ორგანოს საგანგებო რეჟიმის ამოქმედების ინიციატივით ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დღეს, შუაღამიდან, 00:00 საათიდან შევა ძალაში და 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე კანონპროქტს მხარი 335-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში