ბათუმის ბულვარი უკანონო ნაგებობებისგან გათავისუფლდა

23 თებერვალი 2022, 20:09 1616 ნახვა

ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განხორციელდა. 

ბულვარში აღნიშნული პლაჟი 2010 წელს თურქულ კომპანიას „ბატტუნს“ გრძელვადიანი იჯარით გადაეცა. კომპანიის მიერ უკანონოდ განხორციელდა შენობა-ნაგებობის განთავსება ბულვარის ტერიტორიაზე.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კომპანიამ უარი განაცხადა განეხორციელებინა უკანონო შენობის დემონტაჟი. 

სამართლებრივი დავა დემონტაჟთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბათუმის მერიის მიერ გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება და დაიწყო უკანონოდ განთასებული ნაგებობების დამონტაჟი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი