ცვლილებები მიმდინარე წლის ბიუჯეტში

21 დეკემბერი 2016, 00:00 3501 ნახვა

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატები, მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავენ. წლის ბოლომდე ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას 40 მილიონი ლარი დაემატება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თანხები სხვადასხვა პროგრამიდან გამოთავისუფლდა და შემცირდა ადმინისტრაციული ხარჯები, მათივე განცხადებით სწორედ ამის ხარჯზე გახდა შესაძლებელი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დეფიციტის შევსება. საპარლამენტო უმცირესობა კი მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი