უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან სოციალურ ღონისძიებებზე შეზღუდვა უქმდება.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ გამართონ წვეულება, ქორწილი, ქელეხი და ა.შ.
ასევე დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა, ღია სივრცეში კი 15-მდე. უქმდება სტუმართა მაქსიმალური რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე დაწესებულებებში დეზობარიერებისა და თერმოსკრინინგის ჩატარების ვალდებულება აღარ იქნება.
„უქმდება თერმოსკრინინგისა და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, უქმდება დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, სასადილოს მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, - განაცხადა ღიბრაძემ.