ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს

21 თებერვალი 2022, 15:36 1145 ნახვა

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი განაცხადეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯავი დააკავეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი