თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებას შეეხება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული.
პროცესს დაესწრება მიხეილ სააკაშვილიც. სხდომის პარალელურად, დაანონსებულია აქცია.
სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.