მიმაჩნია, რომ არ ვიყავი ნასვამი და ოქმი ამიტომაც გავასაჩივრე - გიორგი კირთაძე მართვის უფლების ჩამორთმევაზე

20 თებერვალი 2022, 16:22 5183 ნახვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი კირთაძე ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, რა დროსაც ის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა გააჩერეს და ალკოტესტის ჩატარების შემდეგ ავტომობილის მართვის უფლება 6 თვით ჩამოართვეს.

ფაქტს საპატრულო პოლიციაში ადასტურებენ. რაც შეეხება თავად კირთაძეს, ის „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ აცხადებს, რომ ინციდენტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, თუმცა მართვის უფლების ჩამორთმევის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინაიდან, მან ოქმი გაასაჩივრა.

„გუშინ მეობრის დაბადების დღეზე მივირთვი რამდენიმე ჭიქა. დიდი დრო იყო უკვე გასული, როდესაც ჩავთვალე, რომ ნასვამი არ ვიყავი და საჭესთან დავჯექი. ალკოტესტმა მსუბუქი თრობა აჩვენა. მიმაჩნია, დაწერილ ოქმს ვასაჩივრებ. არ მგონია საქმე მართვის უფლების ჩამორთმევამდე მივიდეს“ - განმარტავს გიორგი კირთაძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი