ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე წყვილთა თანრიგში გერმანიის ქალაქ ალტენკირხენში გამართული საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია.
ფინალური მატჩი მარიამი და მისი ბრიტანელი მეწყვილე სამანტა მარი შარანთი შვეიცარიულ დუეტსს უსან ბანდეჩისა და სიმონა ვალტერტის დაუპირისპირდნენ ორ სეტში 6:3, 7:5 მოუგეს.
ტურნირს საპრიზო ფონდი 60 000 დოლარი იყო.
ბოლქვაძე ერთეულებშიც გამოდიოდა,სადაც ნახევარფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ბელგიელ გრეტი მინენთან ორსაათიან შეხვედრაში 1:6, 6:4,1:6 დამარცხდა.