შეხვედრები ნატოს მინისტერიალის ფარგლებში

16 თებერვალი 2022, 18:26 1074 ნახვა

ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებს ხვდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ჩეხ კოლეგასთან, ხოლო ლიეტუვასთან გაფორმდა მრავალმხრივი შეთანხმება კიბერუსაფრთხოების სფეროში.  თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი  შეეხო საქართველოს ნატოსა  და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში