შეთანმხდება თუ არა ოპოზიცია ბადრი ჯაფარიძის ერთიან კანდიდატურაზე?

16 თებერვალი 2022, 18:14 990 ნახვა

ბადრი ჯაფარიძე სადეპუტატო მანდატის მოსაპოვებლად ისევ იბრძოლებს.  "ლელო" ორი აპრილის შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სწორედ ბადრი ჯაფარიძეს ასახელებს. მის თანაგუნდელებს იმედი აქვთ, რომ კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციაც დაუჭერს მხარს. მხოლოდ შიდა კონსულტაციების გამართვის შემდეგ გეგმავენ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საპარალმენტო ოპოზიციური პარტიები. ნაციონალური მოძრაობა დღეს აპირებს შეხვდეს ლელოს წევრებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მხარს დაუჭერენ თუ არა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას, თუ ისევ მათი რჩეული იქნება დავით კირკიტაძე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი