ტრამპი გერმანიას რუსეთის მძევლად მიიჩნევს

10 თებერვალი 2022, 18:05 766 ნახვა

გერმანია გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის გამო რუსეთის აბსოლუტური მძევალი გახდა, ხოლო მისი ხელმძღვანელობის პოლიტიკა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაშლას უწყობს ხელს. ამის შესახებ ტელეარხ ფოქს-ბიზნესის ეთერში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.  მისი თქმით, იგი დიდხანს ცდილობდა კანცლერ ანგელა მერკელის გადარწმუნებას იმაში, რომ მას უარი ეთქვა გერმანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის გაყვანის ნებართვის გაცემაზე.

ექს-პრეზიდენტი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა თავის დროზე გააფრთხილა რუსეთის აბსოლუტურ მძევლად გადაქცევის შესახებ და ახლა ეს ასეც მოხდა.  ტრამპის თქმით, რუსეთი და გერმანია სხვადასხვა მიზეზით ასწლეულების განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდა.  ახლა ბერლინი სწორედ გაზსადენის არსებობის გამო ყველაზე მეტად არის დამოკიდებული მოსკოვზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი