ბოლო თვეების განმავლობაში, აშშ-მა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ მოიპოვა სანდო ინფორმაცია, რომ რუსეთი ცდილობს ყალბი საბაბის გამოყენებას უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მის თქმით, რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული ქმედებები აჩვენებს, როგორია მათი ტაქტიკა და რისი გაკეთების უნარი აქვთ. „მაგალითად, რამდენიმე წლის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყალბი განცხადება - მან შეერთებული შტატები საქართველოში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო ლაბორატორიის მართვაში დაადანაშაულა, რაც რუსეთს საქართველოს მთავრობის დესტაბილიზაციის საშუალებას აძლევდა“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.