პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე

11 მაისი 2016, 00:00 5293 ნახვა

,,ქართული ოცნება” და ”რესპუბლიკური პარტია” უნისონში საუბრობდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტის შესუსტებაზე და პრეზიდენტის მმართველობის დისკრედიტაციაზე” - ამის შესახებ პრეზიდენტმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის  თქმით, ”ქართული ოცნება” და ”რესპუბლიკური პარტია” საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის როლი მხოლოდ პანაშვიდებზე სიარულია. ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ეს არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც პრინციპულად უპირისპირდებოდა მათ, როდესაც საუბარი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემასა  და საპრეზიდენტო გამოსვლებზე. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში