ქველმოქმედება ტიკ-ტოკის გამოყენებით

30 იანვარი 2022, 15:40 1536 ნახვა

უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტების ინიციატივით სოციალურ ქსელში საქველმოქმედო ჯგუფი ჩამოყალიბდა. იტალიაში , გერმანია, ისრაელში და კიდევ სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სოციალური ქსელის დახმარებით საქართველოში მცხოვრებ მეგობრებს დაუკავშირდნენ და ქველმოქმედებისთვის ფულის შეგროვება დაიწყეს. საქველმოქმედო ჯგუფი ორი თვის წინ დაფუძნდა და დღეის მდგომარეობით 100- ზე მეტი მოხალისეა გაერთიანებული . სოციალური ჯგუფის წევრებმა შეგროვებული თანხით დღეს წმინდა მატათა მოციქულის ფონდში მცხოვრებ ბავშვებს სიურპრიზი გაუკეთეს და სათამაშოებთან ერთად ინვენტარი მიუტანეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში