GMP სტანდარტზე გადასვლის გეგმა - მრგვალი მაგიდა

26 იანვარი 2022, 10:41 862 ნახვა

ფარმაცევტული საწარმოების ჯი-ემ-პი ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის სტანდარტზე გადასვლა  იყო მთავარი საკითხი შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორი ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოა.

ჯანდაცვის მინისტრმა ახალი სისტემის დანერგვის გეგმა მოისმინა. ადგილობრივ მწარმოებლებს ჯი-ემ-პი სტანდარტზე გადასვლის ვალდებულება 2022 წლის ბოლომდე აქვთ.

უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც ახალი სტანდარტის დაკმაყოფილება იმპორტიორ კომპანიებსაც მოუწევთ, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში