აქცია თამარის დასახლებაში ავარიული სახლის გამო

21 იანვარი 2022, 20:10 1142 ნახვა

აქცია თამარის დასახლებაში. 20-მდე  ოჯახი მერიას დახმარებას სთხოვს.  მათი განცხადებით, ბარაკული ტიპის სახლის კედლები წლებია  დაბზარულია, რამდენიმედღიანმა ძლიერმა თოვამ კი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

ითხოვენ  ექპერტების მისვლას და სახლის მდგომარეობის შესწავლას, რომ  დადგინდეს რამდენად უსაფრთხოა ცხოვრება. ამბობენ,  რომ მერიას  მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები, მათ ავარიული სახლი დაათვალიერეს. განაცხადეს, რომ სამხარაულის ბიუროში გადაგზავნილია მოთხოვნა სახლის მდგომარეობის დაჩქარებული წესით შესასწავლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი