უცხოელი ტურისტის მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, კლუბის თანამშრომელმა გერმანელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა.
გამოძიების ფარგლებში პოლიციამ აღნიშნული კლუბიც დალუქა. გამოძიება იძულების მუხლით გრძელდება.