ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში რუსეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო.
უკრაინის საზღვართან ახლოს წვრთნებში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკაა ჩართული.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნებზე აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და ძირითადი სამხედრო პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეული ქვედანაყოფი ჩაატარებს საბრძოლო მანევრებს და საბრძოლო სროლებს.