სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლები შეხვდებიან

05 იანვარი 2022, 11:48 1058 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი დღეს საპატიმროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლებს ელოდება. სავარაუდოდ სამ საათზე მივლენ ისინი  მე-12 პენიტენციურ სამსახურში.

ამ წუთებში კი ექსპრეზიდენტს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხვდება, სწორედ  უფლებადამცველთან ერთად გამოკითხავენ გამომძიებლები მიხეილ სააკაშვილს. ადვოკატის შემდეგ კი სააკაშვილს რომან გოცირიძე  შეხვდება.

როგორც ცნობილია  მიხეილ სააკაშვილს გოცირიძე კონსულტაციებს გაუწევს ეკონომიკის მიმართულებით, რადგან როგორც  ვიცით, მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობას იწყებს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი