სახელმწიფო ინსპექტორის არსებული ინსტიტუტი და ასევე, ორი ახალი ინსტიტუტი, რომელიც საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება, კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. - ამბობს „ქართული ოცნების თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოქმედი კონსტიტუცია ადგენს სახელმწიფო მმართველობის სისტემას, კონსტიტუციურ მოწყობას, რომლის შემადგენლობაში კონკრეტული ორგანოები შედის და ამ მოწყობის მიღმა რაიმე სხვა ორგანო არ შეიძლება არსებობდეს. ოპოზიცის კრიტიკისა და უარის მიუხედავად, პარლამენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას დაჩქარებული წესით განიხილავს.