დედა-შვილი და ახალგაზრდა კაცი შეეწირა ავტოავარიას ჟინვალში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ 5 მგზავრი, რომელთაგან 3 არასრულწლოვანია. დაშავებულთა შორის მოლდოვის მოქალაქეები არიან. არსებული ინფორმაციით ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გუდაურის მიმართულებით გადაჰყავდა წყალსაცავში გადავარდა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.