საწვავისა და ავტონაწილების გაძვირების გამო მიკროავტობუსის მძღოლები თვითნებურად აპირებენ მგზავრობის ტარიფის გაზრდას. 50 თეთრის ნაცვლად მომავალი წლიდან შესაძლოა 70 თეთრის გადახდა მოგიწიოთ. ყოველ შემთხვევაში დღეს ზოგიერთი მიკროავტობუსის მძღოლს ტრაფარეტზე უკვე 20 თეთრით გაძვირებული ფასი უწერია. მოსახლეობა მძღოლების ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. საკრებულოს კი აღნიშნულ საკითხზე ჯერ არც კი უმსჯელია.