მძღოლების სავარაუდო თვითინიციატივა

26 დეკემბერი 2021, 17:36 1600 ნახვა

გაიზრდება თუ არა მგზავრობის ფასი მიკროავტობუსებში მომავალი წლიდან?  სხვადასხვა ნომრის მიკროავტობუსის მძღოლებმა ტრანსპორტში ტრაფარეტები  გამოაკრეს სადაც ტარიფი 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრია მითითებული.  მძღოლები ამბობენ, რომ ფასის მომატებას გაძვირებული საწვავსა და ავტომობილების ნაწილებს გამო თვითნებურად აპირებენ. ხალხისთვის მგზავრობის ტარიფის 20 თეთრით გაძვირება მიუღებელია.ამბობენ რომ  ყველაფერი ძვირდება ხელფასები კი არ ეზრდებათ. მერიაში აცხადებენ რომ საკრებულოს ტარიფის მომატებასთან დაკავშირებით არ უმსჯელია რადგან მხოლოდ 1 სხდომა ჩატარდა. არც მათ წინამორბედებს განუხილიათ აღნიშნული საკითხი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი