ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. დაბალი ზონის სოფლებში კი 40-და 50 სანტიმეტრია. შუქი ამ დრომდე არ მიეწოდება მერისის, ზვარის, მახუნცეთისა და დოლოგნის თემის ნაწილს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. რაც შეეხება გადაადგილებას. მოძრაობა სოფლებში მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებითაა შესაძლებელი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებს 13 ერთეული ტექნიკა წმენდს. ქედის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი ორშაბათამდე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება ბაღებს, 15 ბაღიდან 10-ში სააღმზრდელო პროცესი აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო ვერ განახლდა.