გერმანიაში 28 დეკემბრიდან კოვიდ შეზღუდვები მკაცრდება

22 დეკემბერი 2021, 12:31 1148 ნახვა

გერმანიაში, ფედერალური და რეგიონული ლიდერები კოვიდ შეზღუდვების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. 28 დეკემბრიდან, კერძო შეკრებებზე 10-ზე მეტი ვაქცინირებული და ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პირის თავშეყრა იკრძალება. რაც შეეხება რესტორნებს, ვაქცინაციის ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთის წარდგენა კვლავ საჭირო რჩება. ამასთან, სპორტული ღონისძიებების, კონცერტებისა და სხვა მსგავსი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება მაყურებლის გარეშე იქნება დასაშვები.გერმანია გააძლიერებს ვაქცინაციის „ბუსტერ“ კამპანიას. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 83 მილიონია, 70.4% სრულადაა აცრილი, 32.6%-ს კი - „ბუსტერ“ დოზა მიღებული აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში