გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში - ნათია თურნავა 

20 დეკემბერი 2021, 13:29 1594 ნახვა

ნათია თურნავას განცხადებით, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, მაგრამ რამდენიმე ე.წ. პარტიული ტელევიზია ავრცელებთ, კვლავ უტიფრად, ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას. მე მესმის კიდევაც თქვენი ჩანაფიქრი რა არის ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, არ არის როგორც ჩანს ვიღაცისთვის სასიამოვნო საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკის აღდგენა მიდის და ამით გნებავთ აქცენტი გადაიტანოთ პიროვნებაზე. ეს გასაგებია, რომ აქეთკენ მიმართული ნაბიჯია, მაგრამ არაფერს გამოიღებს.

გათენდება ახალი წელი და კვლავაც მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში. მზად ხართ თუ არა, რომ ბოდიში მომიხადოთ თქვენი კოლეგების თანდასწრებით?

თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშტი, რომ გასკდება კვლავაც, ბოდიშს მომიხდით თუ არა? აბა, იფიქრეთ ამ პასუხზე“ - მიმართა თურნავამ ჟურნალისტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი