ბიუჯეტი 2017- განხილვა პარლამენტში

13 დეკემბერი 2016, 00:00 2812 ნახვა

ლარის დასტაბილურების მიზნით, როგორც რამდენიმე დღის წინ მთავრობაში აცხადებდნენ,   მომავალი წლის მთავარ ფინასნურ დოკუმენტში შესაბამისი პუნქტი გაიწერა. ლარიზაციის  გეგმა ხელისუფლებამ  ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა.  თუმცა ვიდრე ბიუჯეტი ძალაში შევა ლარი ყოველდღიურად განიცდის დევალვაციას.  განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა-ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პრიორიტეტებად სწორედ ეს მიმართულებები გაიწერა. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი 11 მილიარდ 500 მილიონი ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტზე პარლამენტში იმსჯელეს.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში