რა ვალდებულების ამოქმედება გადავადდა ავტომობილების ინსპექტირების წესში

12 დეკემბერი 2021, 11:47 2585 ნახვა

2022 წლის იანვრიდან აღარ იქნება სავალდებულო ავტომობილში - ცეცხლსაქრობის, გამაფრთხილებელი სამკუთხედის, ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტებისა და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. რეგლამენტში შესული ცვლილებით, მძღოლებს ამ მოწყობილობების ქონის ვალდებულება 2023 წლამდე არ ექნებათ. ამასთან, მომავალი წლიდან არ ამოქმედდება არც კატალიზატორის ვალდებულება. მისი ქონის ვალდებულება შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 1 იანვრიდან. ასევე გადავადდა ავტომობილში გამონაბოლქვის კონტროლის გამკაცრებაც, რაც 2022 წლიდან უნდა მომხდარიყო.

ნონა კირკიტაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში