კორონავირუსის შემთხვევების გამო, აჭარის მასშტაბით ამ დროისთვის დისტანციურ სწავლებაზეა გადასული 112 ცალკეული კლასი.
მათ შორის:
• ბათუმი -76
• ქობულეთი -25
• ხელვაჩაური -9
• ქედა -1
• შუახევი 1.
ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით სკოლებში კორონავირუსი სულ 933 მოსწავლესა და 207 პედაგოგს დაუდასტურდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აცრილია სკოლის პერსონალის 85%.