გერმანია უკრაინის გამო რუსეთს აფრთხილებს

09 დეკემბერი 2021, 18:05 558 ნახვა

გერმანიის ახალი  საგარეო საქმეთა მინისტრი  ანალენა ბერბოკი  უკრაინის სახელმწიფოებრიობის ხელახლა დარღვევისთვის რუსეთს მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასის გადახდით დაემუქრა. მინისტრის თქმით, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების საგანს არ წარმოადგენს და უპირველესი პრიორიტეტი სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება უნდა იყოს.

ბერბოკმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთო ევროპული პოზიციის ჩამოყალიბება მტრულად განწყობილი მეზობელი სახელმწიფოების მიმართ, როგორიცაა რუსეთი, რომელსაც უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები ჰყავს მობილიზებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში