ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

07 დეკემბერი 2021, 20:07 1579 ნახვა

ATP CUP-ზე საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში საბერძნეთის, პოლონეთის და არგენტინის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ტურნირი ავსტრალიაში 1-9 იანვარის ჩათვლით ჩატარდება.

მატჩებს სიდნეის 2 სტადიონი უმასპინძლებს. საერთო ჯამში წლევანდელ გათამაშებაში 16 ნაკრები იღებს მონაწილეობას.

საქართველოს ნაკრებს ნიკოლოზ ბასილაშვილის კარგი რეიტინგის გამო აქვს ასპარეზობის უფლება სავარაუდოდ ტურნირზე საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით წარსდგება: ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე, საბა ფურცელაძე. A ჯგუფი: სერბეთი, ნორვეგია, ჩილე, ესპანეთი.

B ჯგუფი: რუსეთი, იტალია, ავსტრია, ავსტრალია.

C ჯგუფი: გერმანია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, აშშ.

D ჯგუფი: საბერძნეთი, პოლონეთი, არგენტინა, საქართველო.

ATP Cup-ზე დაუმარცხებელმა ჩოგბურთელმა შეიძლება 750 ქულა დააგროვოს. საპრიზო ფონდი კი 10 მილიონი ამერიკული დოლარია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში