რიგაში, ნატოს მინისტერიალზე საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დასწრებას მნიშვნელოვან ფაქტს უწოდებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
დავით ზალკალიანის თქმით, ეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. როგორც ამბობს, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა ნატო-ს სრული წევრი გახდეს. მისივე თქმით, ქართული მხარე მაქსიმალურად გამოიყენებს მინისტერიალს მომავალ პერსპექტივებზე საუბრისთვის.