უბედური შემთხვევა თბილისში

01 დეკემბერი 2021, 10:21 1112 ნახვა

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ბინაში სავარაუდოდ, ინტოქსიკაციას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა წუხელ მოხდა.

გაზგამანაწილებელი კომპანიის "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბინაში კუსტარულად იყო დამონტაჟებული წყლის გამათბობელი ღია წვის კამერით. მათი ინფორმაციით, დახურულ სივრცეში მსგავსი გამათბობლის დამონტაჟება აკრძალულია.

სავარაუდოდ, გარდაცვლილები ირანის მოქალაქეები იყვნენ. ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე