ევროკავშირი და ნატო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

29 ნოემბერი 2021, 09:54 655 ნახვა

ევროკავშირი და ნატო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

ლიეტუვაში სტუმრობისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების  კრიზისის ორკესტრირებაში დაადანაშაულეს და თქვეს, რომ ეს არის „ჰიბრიდული“ საფრთხე ევროკავშირის წინააღმდეგ. „ასეთ მოვლენებზე რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატო-მ მხარდამხარ იმუშაონ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზაციაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ტანკების, არტილერიის, უპილოტო თვითმფრინავებისა და ათასობით ჯარისკაცის უჩვეულო ზრდა „ძალიან შემაშფოთებელია მრავალი მიზეზის გამო“, ასევე „იმის გამო, რომ ეს არის არაპროვოცირებული და აუხსნელი“.

„გზავნილი რუსეთისთვის არის ის, რომ მათ უნდა მოახდინონ დეესკალაცია, შეამცირონ დაძაბულობა და იყვნენ გამჭვირვალე. თუ ისინი გადაწყვეტენ ძალის გამოყენებას, რა თქმა უნდა, იქნება შედეგები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში