გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

19 ნოემბერი 2021, 10:58 251 ნახვა

გლდანის ციხის ყოფილ დირექტორს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. ალექსანდრე მუხაძეს, მეტსახელად "ქილერას" გამოძიება წამებას, გაუპატიურების ინსცენირებას და როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძემ მეგის ქარდავასთან ერთად სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, დაკავებულს საკუთარი ჩვენება აჭამა, შემდეგ კი სხვა მსჯავრდებულის გაუპატიურების ინსცენირებას აყურებინა - რის შემდეგ დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა.

პროკურატურამ გაასაჯაროვა ვიდეოკადრებიც, რომლებიც ქართულ მხარეს უკრაინამ მიაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში