ევროსასამართლოს განჩინება აგვისტოს ომში დაზარალებულთა საქმეებზე

19 ნოემბერი 2021, 10:17 117 ნახვა

ევროსასამართლომ 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“  განჩინება გამოაქვეყნა.

ევროპულმა სასამართლომ  59 განმცხადებელთან მიმართებაში მიუთითა, რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის რიგი მუხლი, მათ შორის  პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის, საკუთრების დაცვის, მიმოსვლის თავისუფლების უფლება.

სასამართლომ განმარტა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.

რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ“ სტრასბურგში  400-ზე მეტი პირის განაცხადი  2009 წელს გააგზავნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში