პარასკევს ოპოზიცია თბილისში სამ ლოკაციაზე აქციის გამართვას და მსვლელობას გეგმავს 

17 ნოემბერი 2021, 12:49 1319 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ და „დროა“ 19 ნოემბერს, 15:00 საათზე მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „ვაგზლის მოედანი“ და „უნივერსიტეტი“ მსვლელობას გამართავენ.

ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს ართმევს ისტორიულ არჩევანს, რომელიც გულისხმობს კანონის უზენაესობაზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე მდგომ სახელმწიფოს.

''ჩვენი ვალი არის განურჩევლად სტატუსისა, პროფესიისა, საქმიანობისა, ვართ პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მწერლები, პოეტები, ექიმები თუ უბრალოდ საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში, ყველას გვაქვს ერთი მიზანი და ამოცანა, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, ბელორუსიაში. რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო, მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას. 

მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთობლივად, ამ შემთხვევაში უკვე პარტია ''ლელომ'', ''ნაციონალურმა მოძრაობამ'', ''გირჩი-მეტი თავისუფლება'' და პარტია ''დროამ'', რომ გაიმართოს პარასკევს, სამ საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემოსტრაცია, რაც გინდა ის დაარქვით". გელოდებით მეტრო ავლაბართან, სადაც ''ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები'' შეიკრიბებიან, იქ ვიქნებით ლიდერებიც. სადგურის მოედანთან მსვლელობას სათავეში ჩაუდგებიან ''ლელოს'' ლიდერები, ხოლო მეტროსადგურ უნივერსიტეტთან, ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში ''გირჩი - მეტი თავისუფლებისა და ''დროას'' მხარდამჭერები შეიკრიბებიან'' - განაცხადა მელიამ. 

მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, აღნიშნულ პროტესტში ყველა უნდა ჩაერთოს.

''დღეს ჩვენ კოალიციურ ფორმატში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოვაცხადოთ ფართო საზოგადოებრივი პლატფორმა, ანუ ზეპარტიული მოძრაობა'' - ამბობს ლელოს ლიდერი.

პროტესტს უერთდება ზურაბ ჯაფარიძეც. 

''ჩვენ, როგორც „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, ასევე „დროას“, ბრძოლის გზად არჩეული გვაქვს ხელის შეშლა, საბოტაჟი, პარალიზება, რესურსების გამოფიტვა, გადაღლა და მგონია, რომ ეს არის სწორი გზა. ნებისმიერმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რითაც შეუძლია იმით შეეწინააღმდეგოს არსებულ სისტემას, რომელიც დღითიდღე „რუსული ტიპის ავტოკრატიას“ ემსგავსება'' - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი