''გირჩი – მეტი თავისუფლებას“ დაკავებული წევრები

13 ნოემბერი 2021, 12:23 1095 ნახვა

''გირჩი მეტი თავისუფლებისთვის'' -ბათუმის ორგანიზაციის სამი წევრი, გიორგი ფუტკარაძე, რამაზ მახარაძე და თემურ გორგაძე ქობულეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. როგორც დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ გუშინ მთელი დღის განმავლობაში უცნობი იყო სად იყვნენ დაკავებულები. მუხლი კი რომელსაც სავარაუდოდ დაკავებულებს ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 166 და 173ია, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და პოლიციელის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

პარტიის წევრები გუშინ სუსის შენობასთან აქცია პერფორმანს მართავდნენ. ჰქონდათ პლაკატები წარწერით- ''მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეთ მრავალპროფილურ კლინიკაში'', ''გაზაფხულზე ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები''  -  ამ და სხვა  მსგავსი შინაარსის წარწერები ავტომობილის საქარე მინაზეც იყო  დამაგრებული. ავტომობილი კი სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის შესასვლელთან გააჩერეს. სწორედ ავტომობილის გაყვანის მოთხოვნისას  შელაპარაკება მოხდა,  რა დროსაც პოლიციამ გიორგი ფუტკარაძე დააკავა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში