მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

10 ნოემბერი 2021, 17:45 1330 ნახვა

დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელსაც თავად არ დასწრებია. საქმეს სამი მოსამართლე; ნინო ელეიშვილი, ლია ორკოდაშვილი და მაია ქოქიაშვილი განიხილავენ.

დღეს სხდომა დაატოვებინეს გიგი უგულავას. პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულის სასამართლო დარბაზში გადაყვანას ითხოვდა, რასაც უგულავასა და მოსამართლეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის განმხილველი სამივე მოსამართლის აცილებას ითხოვდა.  მათი აცილების შუამდგომლობა მას შემდეგ დააყენა, რაც მოსამართლეებს სთხოვა, ყველა ღონე ეხმარათ იმისთვის, რომ პენიტენციურ სამსახურს ყოფილი პრეზიდენტისთვის საკუთარ პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცა. სურვილის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში მიყვანაზე პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა.

მიზეზად შესაძლო დესტრუქციული ქმედება დასახელდა, რაც სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას შეიძლება განხორციელებულიყო. 

დღევანდელი სხდომის გაშუქების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა, რაც ადვოკატების პროტესტის მიზეზი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში