მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

10 ნოემბერი 2021, 15:01 1321 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლო ახლა მოვლენების ეპიცენტრია, სადაც გახმაურებულ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლოს სურვილის მიუხედავად არ ესწრება საქმეების მთავარი ფიგურანტი, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი. მის სასამართლოში მიყვანაზე პენიტენციურმა სამსახურმა უარი თქვა.

მიზეზად შესაძლო დესტრუქციული ქმედება სახელდება, რაც სასამართლო დარბაზში ესკორტირებისას შეიძლება განხორციელებულიყო.

ფაქტს ექსპრეზიდენტის უფლებადამცველები, ოპოზიციის წევრები და მათი მომხრეები სასამართლოსთან აპროტესტებენ.

დღევანდელი სხდომის გაშუქების უფლება მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცა. პროცესიდან ფეისბუქლაივი აქვთ ჩართული სააკაშვილის ადვოკატებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი