პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ვარშავამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

09 ნოემბერი 2021, 10:45 1155 ნახვა

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე ასობით მიგრანტის შეკრების გამო ვარშავამ შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა დრონით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ბრუზგი-კუზნიცის მონაკვეთზე ასობით ადამიანია შეკრებილი.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საზღვარზე განთავსებული 12 ათასი ჯარისკაცი საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფება.

გუშინ  დღისით გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანან მიგრანტები, ისინი პოლონეთის საზღვრისკენ მიემართებიან. დღის მეორე ნახევარში მიგრანტებმა მავთულხლართების გადაჭრა და ბოძების დაზიანება სცადეს.

პოლონელმა მესაზღვრეებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში