საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი, „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა.
ემანუელ მაკრონმა ანგელა მერკელს ევროპის ერთიანობის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიას 16 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობას ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირების შემდეგ დატოვებს.