კოვიდით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ მეორე ადგილას გადაინაცვლა, მაგრამ დღეში 43 გარდაცვალება ქვეყნისთვის მძიმეა - გამყრელიძე 

26 ოქტომბერი 2021, 10:58 1083 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი გაზრდილია. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში კოვიდით გამოწვეული სიკვდილიანობა პირველ ადგილზე იყო, თუმცა მეორეზე გადაინაცვლა.

''ის უსწრებდა გულ-სიცსხლძარღვთა დაავადებებს, დღეს უკვე ვითარება შეიცვალა. სიკვიდილიანობის საშუალო მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე გვაქვს 10%, ზღვრული მონაცემი კი არის 8-დან 9 პროცენტამდე. კლება არის ყველაზე მძიმე ინდიკატორის, მაგრამ მიუხედავდ ყველაფრისა 43 გარდაცვალება დღეში რაც არის, ეს ჩვენი ქვეყნისთვის რთული და მძიმეა'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში